საქართველოს ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის შეძენა ხვალიდან 2,7268 ლარად იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევრო 3,2176 ლარი ეღირება.
ცნობისთვის დოლარის დღეს მოქმედი კურსი 2,7039 ლარს შეადგენდა, ხოლო ევროსი 3.1836-ს.

















