მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი
სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability ) მისასალმებელი სიტყვით სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერჟავეკი გამოვა
1995-2000 წლებში ის იყო ადამიანის უფლებათა დამცველი, ექსპერტიზის სამსახურის დირექტორი და ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატის უფროსი.
2001-2004 წლებში იკავებდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იუსტიციის სამინისტროში.
2004-2008 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში.
2006 წელს იყო ნატო-ს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის თავმჯდომარე, სლოვაკეთში.
2005 წელს აირჩიეს სლოვენიის პენსიონერთა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად.
2008-2010 წლებში იყო გარემოსა და სივრცითი დაგეგმარების მინისტრი.
2011 წელს - სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი.
2012 წლიდან კი კარლ ერჟავეკი გახდა სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
ერჟავეკი ავტორია არაერთი ნაშრომისა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, ხორვატიულ, სერბულ და გერმანულ ენებს.
http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/161-karl-erjavec

















