ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ლარის კურსის მერყეობა დიდხანს არ
გაგრძელდება.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, თუკი გაგრძელდება კურსის მერყეობა, ეროვნული ბანკი გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომ ეს გადახრა დაბალანსდეს.
„ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისთვის ყოველთვის იყო ის ნაწილი მედიკამენტების, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ უნდა მიიღოს პაციენტმა, ეს არის გეგმური ამბოლატორიული მედიკამენტები. ამ მხრივ 1-ელ ივლისს დავიწყეთ პროგრამა, რომლითაც იფარება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონეთათვის, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს მათთვისაც მგრძნობიარეა ეს. მართლაც მჯერა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება კურსის მერყეობა და არ იქონიებს გავლენას ამბოლატორიული მედიკამენტების ფასებზე. თუკი ეს ასე მოხდა, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ ეს გადახრა დაბალანსდეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსნებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის ლარის ოფიციალური ღირებულება 2.7 ლარს აჭარბებს.

















