ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით მმართველი პარტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა
გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, სწორედ ეროვნული ბანკია ის უწყება, რომელსაც ვალუტის გაუფასურების პროცესთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია აქვს.
„ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, არ შეგვიძლია ვიმარჩიელოთ რაღაც თემებზე და ვთქვათ რომ კურსი ამიტომ იცვლება ან ამიტომ არ იცვლება. ეროვნული ბანკი არის ის უწყება, რომელსაც აქვს ეს ინფორმაცია სრულყოფილად, რომელსაც აქვს მთელი რუკა, თუ რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, შესაბამისად, მათთან საკმაოდ პროფესიონალური მსჯელობა გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით“- განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბაკნის ინფორმაციით დღეს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7039 ლარია.

















