logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა ახალი მინისტრი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა ახალი მინისტრი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
15:37 16.11.2017
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები, სსფ-ის პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

უწყების ცნობითვე, ასევე, განიხილეს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები. ხაზი გაესვა ინსტიტუციური რეფორმების, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისა და მისი რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფრანსუა პეშოს განცხადებით, საქართველოსთან მიმდინარე პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა.

მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2 პროცენტზე დაგეგმა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზს - 2017 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი - 4,5 პროცენტი იქნება.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა