ექსპერტ ვაჟა კაპანაძის განცხადებით, ლარის კურსის გარშემო მიმდინარე მოვლენებში დიდი
წვლილი ეროვნულ ბანკს მიუძღვის.
ექსპერტის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებთ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს.
“პირველი არის კორპორატიული ინტერესები, როდესაც იმათ, ვისაც ხელეწიფებათ, რომ ამ მოვლენებზე გავლენა მოახდინონ, რა თქმა უნდა, ისინი გამოიყენებ ამას, თუ ეროვნული ბანკი ვერ იქნება სათანადო სიმაღლეზე. ეროვნული ბანკი რომ სათანადო სიმაღლეზე ვერ იქნება, მეათე განცხადებიდანაც ჩანს. სამწუხაროდ, ამდენი არაკომპეტენტური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა, არასდროს მომისმენაია და ამაში ეროვნული ბანკიც ღებულობს მონაწილეობას”-განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.
დღევანდელი ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.6955 ლარია. ბლუმბერგის სისტემის მიხედვთ, ლარი, სავარაუდოდ, დღეს კიდევ ორი თეთრით გაუფასურდება.

















