logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
18:14 15.11.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ რუსისთან გამართა შეხვედრა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ბელარუსის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ამავე დროს არის საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარე, ბელარუსელ კოლეგასთან განიხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ჯგუფის მუშაობა,რომელიც პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში უკვე აისახა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 50პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ტურიზმის მაჩვენებლებს, 2017 წლის პირველ 10 თვეში, საქართველოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტითმეტი ტურისტი ჩამოვიდა.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ერთობლივ პროექტებზე, მათ შორის, საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების შემოტანა-დამონტაჟების, პერსპექტივაშიკი მათი საქართველოში აწყობის შესახებ. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ბელარუსული კულტურის დღეების გახსნის საზეიმო ცერემონიალში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა