logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
მიხეილ ჯანელიძე ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
17:38 15.11.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშხაბადში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში - RECCA -Deepening Connectivity & Expanding Trade through investment in infrastructure & improving synergy”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღებაა გაამახვილა რეგიონალურ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ავღანეთის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების განვითარებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ავღანეთსა და ასევე რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, განსაკუთრებით გამოყო ტრანსპორტის სფერო,რომელიც მისი შეფასებით სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ სატრანზიტო მარშრუტებში მონაწილეობას.

„საქართველო არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონის სატრანსპორტო სფეროში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ყველა ძირითად სტრატეგიულ პროექტსა და ინიციატივაში. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს მონაწილეობას ახალ სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის „ლაპის ლაზული“, რომელიც ინიცირებულია ავღანეთის მთავრობის მიერ და სარგებლობს თურქმენეთის დიდი მხარდაჭერით. ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილე ქვეყნების შემდგომ თანამშრომლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონის განვითარების მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორც „ლაპის ლაზულია“-განაცხადა მინისტრმა.

უწყების ცნობითვე, მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელმაც უკვე მოუტანა ქვეყანას აღიარება და საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი პოზიციები. მისი თქმით, საქართველო ვითარდება, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი და ამ პროცესში განსაკურებული როლი აქვს ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტს, რომელიც ახალ შესაძლებლობების გაუხსნის ორიკონტინენტის კავშირებს.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა 28-29 ნოემბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობისსაკითხებზე ახალი იდების, პროექტებისა და შესაძლებლობების კარგ პლატფორმას წარმოადგენს.
ავღანეთთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას ავღანეთში, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოსა უზრუნველსაყოფად.

„მნიშვნელოვანია ავღანეთის აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში. რეგიონალური თანამშრომლობა არსებითია ეკონომიკური განვითარებისა დასტაბილურობისთვის, რომელიც ასე ჭირდება, როგორც ავღანეთს, ასევე მთელს რეგიონს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის კი საჭიროამშვიდობა და უსაფრთხოება. საქართველო მხარს უჭერს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას, და სტაბილურობას და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“ - განაცხადა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა 2018 წელსაც ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში - განაგრძოს მონაწილეობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა