ფინანსთა მინისტრის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საკადრო ცვლილებებიდან
გამომდინარე, 2018 წლის ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.
ამასთან, მისივე განცხადებით, ძირითადად ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ რესურსს შეეხება.
„2018 წელს ბიუჯეტებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ გვექნება. მოხდება ტექნიკურად გადალაგება ყველა სამინისტროში მათი ფუნქციების მიხედვით. მთავრობის სტრუქტურის კანონის შესაბამისად, როდესაც ახალი მინისტრები ახალ უწყებებში წარდგებიან, ისინი ახალ სტრუქტურად როდესაც ჩამოაყალიბებენ, ძირითადად ეს ეხება აპარატის სტრუქტურებს, ოპტიმიზაციის ზუსტი რაოდენობა ამ შემთხვევაში გვეცოდინება. ძირითადად ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ რესურსს შეეხება, რომელიც ამა თუ იმ სამინისტროს ფარგლებში არის მხარდამჭერი პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტისთვის. სწორედ ასეთ დეპარტამენტებში მოხდება გარკვეული ოპტიმიზაცია,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

















