მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა (MIT) და საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლის იანვარში Global Teaching Lab-ის სამკვირიანი პროექტი დაიწყება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს MIT-ის სტუდენტები ესტუმრებიან და ქართველ ტრენერებს სამი სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარებენ ტრენინგს:
1. არდუინოს პროგრამირება (Arduino programming);
2. ლითელბითსის კონსტრუქტორი (LittleBits Electronics);
3. ლეგოს კონსტრუქტორი (Lego Education Mindstorms EV3)
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, სემინარების ციკლი მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, გადამზადებული ტრენერები მასტერკლასებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებენ.

















