logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროკომისია დადებითად აფასებს სამეწარმეო და ტრანსპორტის სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს
ევროკომისია დადებითად აფასებს სამეწარმეო და ტრანსპორტის სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს
17:52 10.11.2017
ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში საუბარია კონკრეტულად იმ მიმართულებების შესახებ, რომლებშიც საქართველომ პროგრესს მიაღწია. მათ შორის აღნიშნულია სამეწარმეო კანონმდებლობის, ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკის განხორციელების და ტრანსპორტის სფეროში არსებული დადებითი ტენდენციები.
ანგარიშში სამეწარმეო კანონმდებლობის კუთხით აღნიშნულია, რომ განხორციელდა რეგულირების გავლენის შეფასება მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა კანონის პროექტის შედარება შესაბამის ევროპულ დირექტივებთან და ასევე, კანონის პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასება.
დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2017 წლის აპრილში მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის შესაძლებლობებით სარგებლობას. ამასთან, მთავრობა გეგმავს „ბიზნეს სახლი“-ს შექმნას ბიზნესისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ DCFTA-ის შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისთვის შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას საკანონმდებლო და პრაქტიკული ინფორმაციის მიღების მიზნით. ვებ-გვერდი ფუნქციონირებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის მიზნით კი, მათ შორის მათი ინტერნაციონალიზაციის პროცესის ფასილიტაციისთვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ქართველი მეწარმეების ხელმისაწვდომობას ევროპის მეწარმეთა ქსელზე (EEN). შეიქმნა DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში.
რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო 2017 წლის სამოქმედო გეგმა გზების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად. სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის ზომების გატარებას როგორც საკანონმდელო, ისე ტრასპორტის პოლიტიკის გზით, მათ შორის ინვესტირებას საგზაო უსაფრთხოების და ავტომობილების პერიოდული გზაზე ვარგისობის ინსპექტირების შემოღების კუთხით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა