logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
9-10 დეკემბერს თბილისში მსოფლიო ტრენერები სემინარს ჩაატარებენ
9-10 დეკემბერს თბილისში მსოფლიო ტრენერები სემინარს ჩაატარებენ
13:23 10.11.2017

9-10 დეკემბერს King David Residences-ში გაყიდვების მსოფლიო ტრენერი, მაიკლ ბენგი

და “komatsu limited Jv” ყოფილი პრეზიდენტი ხირუმა იასუო კაიძენისა და ეფექტური გაყიდვების შესახებ, MCI Education-ის ორგანიზებით, სემინარს ჩაატარებენ.

 

MCI Education წარმოადგენს MCI group-ის შვილობილ კომპანიას. MCI group მენეჯერული საკონსულტაციო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს პროექტებს მართვის ყველა მიმართულებებით : ბიზნესის დიაგნოსტიკის და სტრატეგია, ფინანსური მომსახურებები, მარკეტინგი და გაყიდვების ზრდა, საინვესტიციო პორტფელების მართვა. ინვესტორებს სთავაზობს სხვადასხვა პროფილის ბიზნესებში თანხის დაბანდებას და სტაბილური ფინანსური მოგების მიღებას. კომპანია ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ბაზარზე გამოირჩევა : მრავალმხრივი პროფილით და სრული ბიზნეს პაკეტის შეთავაზებით, იგი  სხვადასხვა მიმართულების ბიზნესებს მართვით იღებს.

ხირუმა იასუოს დამაიკლ ბენგის სემინარის შემდგომ დაინტერესებული კომპანიებისთვის ორი დღე დაგეგმილია კონსულტაციები.

 

ეფექტური გაყიდვების და ხარისხის მართვა წარმოების პროცესში სემინარის ფასი - 450$, დაინტერესების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. დაკავშირება შესაძლებელია:

 

ტელ; 591 041286

 

ელ ფოსტა; education@mci.ge

 

სემინარის სპონსორები საიუველირო ქარხანა ,,ზარაფხანა“ ჰიპერმარკეტების ქსელი ,,გუდვილი“,სარეკლამო კომპანია „ალმა“,გოგა ასკურავას საერთაშორისო ჰოლდინგი,სასტუმრო „Coste” და  King David Residences მრავალფუნქციური კომპლექსია.

სემინარზე დასწრების მსურველებს მაიკლ ბენგის შესახებ ინფორმაციასაც გაწვდით.

 

მაიკლ ბენგს სახელიც შესაბამისი აქვს. ორი ათწლეულის განმავლობაში მაიკლმა მსოფლიოს გარშემო იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა, მართლაც ,,დიდი აფეთქება“ გამოიწვია. მან 70 000-ზე მეტ ბიზნესის მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, შთააგონა და ასწავლა, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებითვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც.

 

მაიკლის, როგორც მასწავლებლის, ბიზნეს გურუს და ინსტრუქტორის პოპულარულობა არის პირდაპირი შედეგი მისი გაყიდვების და კლიენტთა მომსახურების თემების განხორციელებად, საღი აზრის მქონე ნაბიჯებად გარდასახვის უნარისა, რომელთა შესწავლა არა მხოლოდ ადვილია, არამედ ხელს უწყობს მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას კომპანიის გაყიდვებისა და მოტივირებული თანამშრომლების კუთხით.

 

მაიკლის გაყიდვები და კლიენტთა მომსახურების ტექნიკასაც ასევე შესაბამისი სახელი ქვია. მან შექმნა თავისი „5 ვარსკვლავიანი სისტემა“, არა მხოლოდ იმიტომ რომ ხალხამა გაიგო „5 ვარსკვლავიანი“ გაყიდვების და კლიენტთა მომსახურების პროცედურების შესახებ, არამედ იმითაც, რომ მას ადამიანები მიჰყავს 5 ვარსკვლავიან ცხოვრებამდე და ბიზნესამდე.

 

მსოფლიოს გარშემო წამყვანი კორპორაციები აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს მაიკლის ტრენინგებზე, იმისთვის, რომ შეასწავლონ მათ მისი „5 ვარსკვლავიანი“ სისტემები. ასეთი კომპანიებია: BMW, მერსედესი, ტოიოტა, ვოლვო, პანასონიკი, ნესტლე, უნილივერი, ჰეინეკენი და ემვეი, თუმცა ამ ჩამონათვალმა არ მოგატყუოთ იმაში, თუ ვინ ვინაა კორპორაციების მსოფლიოში. მაიკლის სემინარებს და კურსებს ითხოვენ არამხოლოდ წარმატებული კორპორაციები. მცირე ბიზნესებსაც მსგავსად მიუღიათ სარგებელი მისი 5 ვარსკვლავიანი სისტემებისგან. ისევე მარტივად, როგორც თვითმფრინავი დაფრინავს ნებისმიერ ცაზე, მაიკლის გაყიდვების და კლიენტთა მომსახურების ტრენინგები და სემინარები, ასევე მისი კურსები, მუშაობს ნებისმიერი ზომის ბიზნესებისთვის, ნებისმიერ ინდუსტრიაში. ის სემინარებს ატარებს სულ მცირე 3 და ყველაზე დიდი 250 ადამიანისგან შემდგარი ფართო აუდიტორიებისთვის. მან შეასწავლა წამყვან აღმასრულებლებს და ინდივიდუალური გაყიდვების წარმომადგენლებს ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა: საბანკო, სადაზღვევო, სასტუმრო და მასპინძლობის, უძრავი ქონების, ავტომანქანების გაყიდვების, სამშენებლო სფეროებში, დიდი დაწესებულებებსა და ახალგაზრდა მეწარმეებს.როგორ გახდა მაიკლ ბანგი დიდი ბიზნესის მასწავლებელი? რამ გამოიწვია ის რომ ურალის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო პროფესორის წოდება?

 

მაიკლს მისი ცხოვრებისეული გამოცდილება გამოარჩევს. ისევე როგორც მოკრივე ვერ იბრძოლებს საკრივო მოედანზე წლების გამოცდილების გარეშე, ვერც ჭეშმარიტი ბიზნესის მასწავლებელი შეასწავლის გაყიდვებსა და კლიენტთა მომსახურებას, ცხოვრების მანძილზე მრავალ „ბრძოლაში“ მონაწილეობისა და გამარჯვებების გარეშე. მაიკლის სემინარების სპიკერად ბიზნესის სამყაროში გამოცდილება ქმნის.

 

გაყიდვები მხოლოდ საქონლის ფულზე გაცვლა არ არის. გაყიდვები მოიცავს ცოდნას, როგორ დავარწმუნოთ ხალხი იმოქმედონ. ის ასევე მოიცავს ხალხის გაგებას და ახლო ცოდნას იმისა, თუ როგორ შეიძლება მათი მოტივირება. ამისთვის საჭიროა ყველა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა. საჭიროა დროის გატარება „სანგარში“ და დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მოქმედენ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა სიტუაციებში. ასევე საჭიროა ადამიანების ქცევების გაგებაც. ასეთი რაღაცეების შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ საკლასო ოთახში, აუცილებელია ამისი გამოცდილების შეძენა, რაც გააკეთა მაიკლმა.

 

მაიკლის ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძვლები იწყება დანიის საზღვაო ვაჭრობაში, სადაც ის მთელი მსოფლიოს გარშემო დაცურავდა და მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ესპანეთის ტურიზმის ინდუსტრიაში, ის ასევე ცხოვრობდა საჰარაში, რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ის მუშაობიდა როგორც ნავთობის მომპოვებელი ტექნიკოსი, რამაც მას საშუალება მისცა კარგად გაეცნო სხვადასხვა კულტურა და ადამიანების ბუნება.

 

მაიკლმა კოპენჰაგენში კარის გაყიდვით დაწყებული და ესპანეთში პალტოების გაყიდვით დასრულებული, სხვადასხვა ტიპის გაყიდვებში ფართო გამოცდილება შეიძინა. იტალიასა და ლონდონში ბრილიანტების გაყიდვით, მან ასევე იმოგზაურა მსოფლიოს ბევრ ნაწილში, როდესაც არაკომერციული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო ქველმოქმედებას ეწეოდა, რომელიც გაყიდვების ერთ–ერთ რთულ სახეობას წარმოადგენს.

 

1992 წელს მაიკლი ინგლისში გადავიდა, სადაც შემდეგი ათწლეულის განმავლობაში ამუშავებდა წარმატებულ პირადი წვრთნის კომპანიას. სწორედ აქ მან შეიძინა წარმატებული და მომგებიანი ბიზნესის წარმართვის გამოცდილება და ამავდროულად დაეხმარა ადამიანებს, მიეღწიათ თავიანთი ოცნებებისთვის პირად თუ საქმიანობის საფეხურებზე.

 

მაიკლი პირველად რუსეთში 1997 წლს გაემგზავრა, სადაც 3 თვის განმავლობაში, შუაგულ ციმბირში გაყიდვების საფუძვლებში დაატრენინგა 750 სადაზღვევო აგენტი. მასზე მოთხოვნა და მისი სემინარები იმდენად წარმატებული და დიდი იყო, რომ წლის განმავლობაში ის რამდენიმეჯერ ჩადიოდა რუსეთში და ასწავლიდა ათასობით ბიზნესის მესაკუთრეს და თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და კლიენტთა მოსახურება.

 

2004 წელს მან გაიცნო თავისი რუსი მეუღლე და ისინი დასახლდნენ სანკტ პეტერბურგში, სადაც ისინი დღევანდელ დღემდე საქმიანობენ. მათ ასევე აქვთ მეორე სახლი ფლორიდაში, სადაც თავიანთი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ.

 

მაიკლმა ასევე გახსნა რამდენიმე ,,5 ვარსკვლავიანი“ გაყიდვების და სერვისების სკოლა სხვადასხვა ქალაქებში, სადაც მან ადგილობრივ პატრნიორებს შეასწავლა როგორ დაატრენინგონ ადამიანები გაყიდვებსა და სერვისებში.

 

2012 წელს მაიკლმა იაპონური კაიზენის მუდმივი გაუმჯობესების სისტემასთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მან მოარგო გაყიდვებსა და სერვისებს და რუსეთის რამდენიმე ბიზნეს ჯგუფი ჩაიყვანა იაპონიაში, სადაც მათ შეისწავლეს იაპონური კომპანიები და მეთოდები, რომლითაც შეიძლება მსგავსი სისტემების იმპლემენტაცია თავიანთ რუსულ კომპანიებში.

newspress.ws.com.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა