logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო სტაბილური დემოკრატიაა, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და დაცულია ექსპორტიორების უფლებები
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო სტაბილური დემოკრატიაა, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და დაცულია ექსპორტიორების უფლებები
10:21 10.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის“ ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"ამ ნარატივს ზურგს უმაგრებს სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური სიმტკიცე და მთავრობის უნარი და ამბიცია, განახორციელოს
ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გეგმა, ასევე წინდახედული მაკროეკონიმიკური პოლიტიკა. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ რეფორმების გატარებისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების კუთხით. საქართველო ღირსეულად გაუმკლავდა კრიზისს და გარე შოკს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორიოდე წლის წინ; გამოამჟღავნა რეგიონში სამაგალითო სიმტკიცე, რასაც ცხადყოფს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება.
2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ შეადგინა 4.7%.
საქართველოს მრავალფეროვანი საინვესტიციო ბაზა უზრუნველყოფს ეკონომიკის სიმტკიცეს და ქმნის ფართო საინვესტიციო შესაძლებლობებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ტურისტების ზრდის ტენდენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის 10 თვის მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც უკვე აღემატება 2016 წლის მთლიან მაჩვენებელს, ტურისტების რიცხვი წელს 7 მილიონს უახლოვდება. პრემიერის შეფასებით, ეს ქმნის ბევრ კარგ შესაძლებლობას სასტუმრო სექტორისთვის.
"საქართველოს მდებარეობისა და ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ლოგისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის, ენერგეტიკის სექტორისა და სოფლის მეურნეობის კუთხითაც, რასაც საფუძვლად უდევს ტურისტების მზარდი რაოდენობა. წელს დაფიქსირდება ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი ზრდა, ხოლო იმ ვიზიტორთა რიცხვი, ვინც ქვეყანაში ჩერდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, 30-ზე მეტი პროცენტით იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმრო სექტორისთვის. საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის კუთხით, ხოლო ადმინისტრირება არის ერთ-ერთი საუკეთესო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოშიც", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა "საქართველოს ბანკის" ინვესტორთა დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ ინვესტორებს ასევე დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების

ოთხპუნქტიანი გეგმა და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა