logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„მაღალი რანგის დიალოგი-თანამშრომლობა სტაბილურობისთვის აბრეშუმის გზის ფარგლებში“ მთავარი მომხსნებელი ანილ გუფთა იქნება
„მაღალი რანგის დიალოგი-თანამშრომლობა სტაბილურობისთვის აბრეშუმის გზის ფარგლებში“ მთავარი მომხსნებელი ანილ გუფთა იქნება
10:58 09.11.2017
„მაღალი რანგის დიალოგი-თანამშრომლობა სტაბილურობისთვის აბრეშუმის გზის ფარგლებში“ მთავარი მომხსნებელი, სტრატეგიებისა და გლობალიზაციის მიმართულებებით მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი, ანილ გუფთა იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, Thinkers50-მა იგი შეაფასა, როგორც მენეჯმენტის საკითხებში ყველაზე გავლენიანი მეცნიერი/მოაზროვნე, ხოლო გამოცემა The Economist-მა მას „ახალი ბაზრების კვლევის ‘სუპერვარსკვლავი“ უწოდა. იგი ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სათათბიროების წევრია, როგორიცაა მოხმარების მომავლის ინიციატივისთვის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სათაო კომიტეტი, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ბრეტონ ვუდსის კომიტეტი და CNBC Disruptors 50-ის სამეთვალყურეო საბჭო.
პროფესორი ანილ გუფთა აშშ-ს მერილენდის უნივერსიტეტის სმიტის სახელობის ბიზნესის სკოლის სტრატეგიის მაიკლ დინგმანის სტრატეგიული მიმართულების თავმჯდომარეა. იგი, ასევე საპატიო, მოწვეული პროფესორია ჩინეთის ცინგხუას უნივერსიტეტსა და ინდოეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ბომბეი). გუფთა ასევე ხელმძღვანელობდა INSEAD-ის კათედრას და მოწვეული პროფესორი იყო სტენფორდში. დოქტორის აკადემიური ხარისხი მას ჰარვარდის უნივერსიტეტში მიენიჭა.
გუფთა სამი პროფესორიდან ერთ-ერთია, რომელსაც მისსავე კოლეგებმა სამუდამო წევრობა მიანიჭეს ისეთ პრესტიჟულ ორგანოებში, როგორებიცაა „მართვის აკადემია“, „სტრატეგიული მენეჯმენტის საზოგადოება“ და „საერთაშორისო ბიზნესის აკადემია.“ 2017 წელს მართვის აკადემიამ მას მიანიჭა ღირსშესანიშნავი პედაგოგის ჯილდო გლობალიზაციის საკითხების კვლევის, პრაქტიკისა და სწავლების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის.
ანილ გუფთა სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორისა The Silk Road Rediscovered (Wiley, 2014), Getting China and India Right (Wiley, 2009) და The Quest for Global Dominance (Wiley, 2008) და სხვა. მასვე ეკუთვნის წამყვან აკადემიურ გამოცემებში გამოქვეყნებული 70-ზე მეტი სტატია.
ნაშრომმა Getting China and India Right (ჩინეთისა და ინდოეთის განვითარების შესახებ) ავტორს 2009 წელს Axiom Book Awards-ის ვერცხლის მედალი მოუტანა, თავად ნაშრომი კი მსოფლიოში გლობალიზაციის თემაზე დაწერილ ორ საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა. გუფთას სტატიებს ხშირად აქვეყნებს Harvard Business Review და MIT Sloan Management Review. მას ხშირად ართმევენ ინტერვიუს ისეთი წამყვანი მედიასაშუალებები, როგორიცაა CNBC, Bloomberg TV, Reuters TV და სხვა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა