ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კახა კალაძესთან ერთად ხვალ
სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში,ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“ ცვლილებების შეტანის შესახებ დამსწრე საზოგადოების ინფორმირებაა.
შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ 10:00 საათზე გაიმართება.

















