logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლონდონში OECD-ის საერთაშორისო ფორუმზე „გადასახადი და დანაშაული“ პრეზენტაციით წარსდგა
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლონდონში OECD-ის საერთაშორისო ფორუმზე „გადასახადი და დანაშაული“ პრეზენტაციით წარსდგა
16:47 08.11.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ, მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით (HM Revenue & Customs), ორგანიზებულ მე-5 საერთაშორისო ფორუმში ,,გადასახადი და დანაშაული“ (Fifth Forum on Tax and Crime) მონაწილეობს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ქალაქ ლონდონში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე პრეზენტაციით წარსდგა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მიდგომები გააცნო. ლევან გამყრელიძემ საგადასახადო და კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლაში საგამოძიებოს სამსახურის როლის შესახებ ისაუბრა.
,,მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგაცნოთ საქართველოში საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები, ამ კუთხით უკვე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ბოლო პერიოდში ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციებია. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაული სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახური მაქსიმალურად გააქტიურდება და განახორციელებს ეფექტიან ღონისძიებებს იმისთვის, რომ აღნიშნული სახის დანაშაული მინიმუმამდე დავიდეს. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია გავიზიაროთ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება, გავეცნოთ წარმატებულ მეთოდებს და საქართველოში დავნერგოთ ის მიდგომები, რაც მეტად ეფექტიანს გახდის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთან ბრძოლას“, - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.
ფორუმის მონაწილეებმა საგადასახადო და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებზე იმსჯელეს და სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით მოქმედ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მონაცემების გაცვლის კუთხით, თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ფორუმზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები შესაძლებლობას იძლევა მოხდეს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა სტრატეგიული, ორგანიზაციული და ფუნქციონალური ასპექტების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განხილვა. ეს ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ერთიანი და ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ანალოგიურ სამსახურებთან კავშირების დამყარების და თანამშრომლობის ინიცირების, ასევე, უკვე არსებული პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების.
ფორუმის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე მსოფლიო ბანკის, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის (FIOD) და მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახურის (HM Revenue & Customs) წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მე-5 საერთაშორისო ფორუმს ,,გადასახადი და დანაშაული,“ რომელიც ლონდონში 7-8 ნოემბერს ტარდება, სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო, კორუფციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები და ექსპერტები ესწრებიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა