logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდა
15:49 08.11.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები მიიღო, რომელთა შორისაც იყვნენ კომპანიის „Dunross“ დამფუძნებელი და დირექტორი სვენ ნორფელდტი (Sven Norfeldt) და ამავე კომპანიის მაღალი მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე საინვესტიციო ბანკების „Renaissance Capital“-ისა და „Sberbank CIB“-ის, „Allan Gray“-ის, სკანდინავიის რეგიონში აქტივების მართვის წამყვანი კომპანიის „Bank Invest“-ის, „Prosperity Capital Management“-ის პროფილური მიმართულების მენეჯერები.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და „თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი შაგიძე.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო გარემოზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება კი მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა.
შეხვედრაზე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა