logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე საპენსიო რეფორმა განიხილა
მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე საპენსიო რეფორმა განიხილა
18:07 07.11.2017
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო რეფორმის განხილვა გაიმართა.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეხვდნენ.
„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობის პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის პირობებში წარიმართა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი კანონის პროექტის საჯარო განხილვის პროცესს აგრძელებს - ამჯერად მათ ბიზნესასოციაციის წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინეს და პასუხები გასცეს მათ შეკითხვებს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც შეხვედრის დასაწყისში უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, კანონის პროექტის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, ხელისუფლება მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს. ნინო ჯავახაძემ განსაკუთრებით აღნიშნა კერძო სექტორის როლი რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში - სახელმწიფოსთან ერთად სწორედ დამსაქმებლები განახორციელებენ კონტრიბუციას დასაქმებულთა საპენსიო ანგარიშებზე, შესაბამისად, სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იზიარებს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მომავალში მკვეთრად გააუმჯობესებს საქართველოს საპენსიო ასაკის მოსახლეობის მდგომარეობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ასოციაციის წევრების მხრიდან წამოიჭრა.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ. „ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მისი განცხადებით, ეს არის რეფორმა, რომელიც პირველ რიგში მომგებიანი და კარგი იქნება სქემაში ჩართული მხარეებისთვის. ამასთან, სოსო ფხაკაძემ ისაუბრა იმ შენიშვნების შესახებ, რომლებიც ასოციაციის წევრებს აქვთ, კერძოდ, საინვესტიციო საბჭოს წევრების დანიშვნასა და საპენსიო ფონდის თანხების განკარგვასთან დაკავშირებით. „ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, თუმცა, საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე. თუ ქვეყანაში ამოიწურა ის აქტივები, სადაც შეიძლება თანხების ინვესტირება, შეიძლება გარკვეული ნაწილი უცხოეთში განთავსდეს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
საპენსიო რეფორმის განხორციელების აუცილებლობის შესახებ საუბრობს თი-ბი-სი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძეც. მან აქცენტი გააკეთა საპენსიო თანხების ინვესტირების რისკების საკითხზე - „თავიდან, პირველი ხუთი წელი ინვესტირებები დაიწყება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელიც ნაკლებ რისკებს შეიცავს, მეექვსე წლიდან კი მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თანხები უფრო რისკიან პორტფელებში განათავსონ“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. რაც შეეხება საპენსიო რეფორმის ფარგლებში ბიზნესისთვის ხარჯის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვას - ხომ არ აისახება ეს ხარჯი დასაქმებულის ხელფასზე, ვახტანგ ბუცხრიკიძე პასუხობს, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია და მისი აზრით, კომპანიების 90-95% მას დასაქმებულს არ დააკისრებს.
საქართველოს ბიზნესასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა ბზარაშვილის ინფორმაციით, მათი რჩევა იყო, რომ თანხები მიმართულ იქნას კორპორაციული საფინანსო ქაღალდების მიმართულებით, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. ამასთან, მისი აზრით, ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული, რომ დაწესდეს თანხების ქვეყნის მიღმა ინვესტირების ზედა ზღვარი, რათა არ მოხდეს საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ქვეყნიდან გადინება და ამით უზრუნველყოფილი იქნას ამ ფულის ქართულ ეკონომიკაში დაბრუნება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის პროცესში კერძო სადაზღვევო ბიზნესის ჩართვის საკითხსაც. „ჯიპიაია ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორის, ბესიკ ფესტვენიძის აზრით, თუ რეფორმა ისე წარიმართა, როგორიცაა დაგეგმილი, სახელმწიფო და კერძო საპენსიო სისტემები არა კონკურენციის, არამედ ურთიერთდახმარების რეჟიმში იმუშავებენ. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ექნებათ კერძო სადაზღვევო კომპანიებს რეფორმაში თვითდასაქმებულთა ჩართვის პროცესში.
ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში დაახლოებით 500-600 ათასი ადამიანი იქნება ჩართული. მისივე განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საპენსიო სისტემის ე.წ. „მესამე სვეტის“ ანუ კერძო საპენსიო სისტემის შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა. ამასთან, როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, სადაზღვევო სექტორს საპენსიო რეფორმის პირობებში სამუშაოდ საკმარისი ბაზარი დარჩება.
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბიზნესასოციაციის წევრებს მათი მოსაზრებების გათვალისწინებას დაპირდნენ. ნინო ჯავახაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, რომ შეხვედრაზე ბიზნესის, მათ შორის საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირებასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული შენიშვნები კანონის პროექტში იქნას გათვალისწინებული.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა