სახელმწიფო აუდიტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 18 მლნ
ლარზე მეტი დაფინანსება მიიღეს.
ამასთან დაკავშირებით აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურა აზნაურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებისადმი შემოწირულობა როგორც იურიდიულმა ასევე ფიზიკურმა პირებმა გაიღეს.
„წინასაარჩევნო პერიოდში 60 დღის განმავლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ ჯამში განხორციელებულია 17 მლნ-ის ხარჯი, ამავე სუბიექტის მიერ აღნიშნულ პერიოდში მიღებულია 18 მლნ-ზე მეტი შემოსავალი, რომლის ნაწილიც დარჩენილია ნაშთის სახით და მეორე ტურისთვის იქნება, სავარაუდოდ, გამოყენებული. აღნიშნულ პერიოდში მიღებული შემოწირულობები არის როგორც იურიდული, ასევე ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული, დაახლოებით 13 მლნ ლარის ოდენობით. ეს საკითხი შეეხება 60 დღის პერიოდს“- განაცხადა აზნაურაშვილმა.

















