logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე ორი ქვეყნის ეკონომიკურითანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე ორი ქვეყნის ეკონომიკურითანამშრომლობის საკითხები განიხილეს
11:09 04.11.2017
,,ეს გახლავთ პირველი კომისიის სხდომა, რომელიც 2002 წლის შემდეგ იმართება და განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში თანამშრომლობა’’– ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო–რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ სხდომას თანათავმჯდომარეობას რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრი ჰარი ილან ლაუფერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უწევდნენ.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განიხილეს თანამშრომლობის პერპექტივები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.
კომისიის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრისგანცხადებით, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს.
,,ჩვენ გამოვხატეთ დაინტერესება ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტის სამომავლო განვითარებასა და მის განხორციელებაში თანამონაწილეობაზე. როგორც მოგეხსენებათ, „კონსტაცა“ არის რუმინული, ყველაზე დიდი და ღრმა პორტი შავი ზღვის აუზში. ვიცით, რომ თქვენ აპირებთ შავ ზღვაზე მეორე ყველაზე დიდი პორტის შექმნას, შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი’’– განაცხადა ჰარი ილან ლაუფერმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს. რუმინეთის მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო–რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის პირველი სხდომის ოქმს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა