logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ დღეს ფუნდამენტურ პრობლემებს ვებრძვით
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ დღეს ფუნდამენტურ პრობლემებს ვებრძვით
11:04 04.11.2017
„ჩვენ ვაშენებთ ამ ქვეყანას, ოპოზიციას კი უნდა პირიქით გამოაჩინოს და გააჩეროს ეს ქვეყანა, მაგრამ რეალობა სხვაა. რეალობაა ის, რომ ჩვენი ბიუჯეტი და მიღებული გადაწყვეტილებები, სწორია,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში, რომელიც მან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად ახორციელებს, სწორია და ის ითვალისწინებს მიმდინარე ხარჯების თანმიმდევრულ შემცირებას, კაპიტალური ინვესტიციების გაზრდის შესაბამისად.

„ჩვენ ამ კაპიტალური ინვესტიციებით ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს, ჩვენს შვილიშვილებს ვუტოვებთ იმ ძირითად ინფრასტრუქტურას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის და ჩვენ ვზრდით ქვეყნის ტურისტულ და ტრანზიტულ პოტენციალს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი მიმართულებაა დანაზოგების ზრდა და კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვთვალო ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმართულია დანაზოგების ზრდისკენ. ეს არის ფისკალური რეფორმა, რომლითაც, პრაქტიკულად, გავაორმაგეთ მთავრობის დანაზოგები, რომელიც კაპიტალურ ინვესტიციებისა და ვალის მომსახურებისკენ იქნება მიმართული.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და იმ სიახლეებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ლარის ნდობის შესახებ, დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ვალუტის ნდობა, მაგრამ არა მარტო ჩვენ, არამედ ეროვნული ვალუტის ნდობა გვაქვს ჩვენ უცხოური ინვესტირებისაგანაც. სამწლიანი ვადით „საქართველოს ბანკმა“ ლარში დენომინირებული ევრობონდები გამოუშვა, რომელიც ძალიან წარმატებით გაიყიდა. მსგავს პროექტებს ახორციელებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას, საბოლოო ჯამში, რისკის შემცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იმ რეფორმებს შორის, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა საპენსიო რეფორმა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის სქემის განვითარება და დეპოზიტების დაზღვევა.

„საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსი შეიქმნას და საბოლოო ჯამში, ღირსეული სიბერე ჰქონდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ძალიან მალე საპენსიო კანონთან ერთად შემოვალთ ჩანაწერით, რითაც მოვითხოვთ ბაზისური პენსიის ინდექსაციას. 2019-20 წლებში 20-20 ლარით იქნება ზრდა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კერძო-საჯარო თანამშრომლობის სქემის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველად გადაგზავნილი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად ზრდის საინვესტიციო პოტენციალს. აღნიშნული კანონი შეამცირებს ბიუჯეტიდან გასაწევ დანახარჯებს. შესაბამისად, ესეც დანაზოგების ზრდისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა.“

რეფორმებს შორის, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს; გადახდისუნარიანობის რეფორმა; მიწის რეფორმა და სხვ.

„ჩვენ დღეს ფუნდამენტურ პრობლემებს ვებრძვით და მათ ვწყვეტთ ფუნდამენტურად და არა - ზედაპირულად. აღნიშნული გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან წინსვლას აუცილებლად,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა