logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: მმართველობის რეფორმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხისა და საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდაა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მმართველობის რეფორმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხისა და საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდაა
17:50 03.11.2017
პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მმართველობის რეფორმასა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მმართველობის რეფორმის მიზანია სახელმწიფო სერვისების მიწოდების „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ გადასვლა.

„ბიზნეს სახლის მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულება. ეს არის ერთიანი ფიზიკური სივრცე, სადაც საწარმოებს საშუალება ექნებათ, ერთი ჭერის ქვეშ მიიღონ ყველა ტიპის მომსახურება. ეს, მეორე მხრივ, ნიშნავს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის „Front Office“-ების გაერთიანებას, რაც იმავდროულად მნიშვნელოვნად ხარჯეფექტური გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთიანი ვირტუალური სივრცის შექმნა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოსაგან სერვისების ელექტრონულად მიღების საშუალება ექნებათ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მმართველობის რეფორმის მეორე სტრატეგიული მიმართულება არის ე.წ. ინკლუზიური მმართველობა. ეს არის პროცესი, როდესაც მთავრობა ბიზნესთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე.

„ამ მხრივ, ჩვენ შევქმენით რამდენიმე მნიშვნელოვანი პლატფორმა. აღსანიშნავია ინვესტორთა საბჭო, რომელიც არის კოლეგიალური ორგანო, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობა ერთად განიხილავენ და მსჯელობენ მნიშვნელოვან სისტემურ საკითხებზე. ყველა ეკონომიკური რეფორმა განხილული იქნა ინვესტორთა საბჭოზე. აღნიშნული რეფორმის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხისა და საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდაა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა