logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელფასები და გადასახადები იმაზე ადრე შევამცირეთ, ვიდრე ვინმე გვეტყოდა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ხელფასები და გადასახადები იმაზე ადრე შევამცირეთ, ვიდრე ვინმე გვეტყოდა
17:06 03.11.2017
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორში ხელფასების კლებაზე, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ 2016 წელს, როდესაც 2017 წლის ბიუჯეტი გამოვიტანეთ განსახილველად. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ხელფასებს შევამცირებდით და ასეც მოვიქეცით. დღეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული ამ მიმართულებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„როდესაც ჩვენ გადასახადების შემცირებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. 2017 წლიდან შევცვალეთ მოგების გადასახადის მოდელი, შედეგად, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 370 მლნ ლარი დავუტოვეთ კერძო სექტორს. ეს ის ფულია, რომელიც კერძო სექტორს სჭირდებოდა და სჭირდებოდა იმისათვის, რომ მათ აღნიშნული ფულით მოეხდინათ გარკვეული „ბუფერების“ შექმნა, ნაწილობრივ სესხის გასტუმრება, რეინვესტირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ 2016 წელს ამ ინიციატივას ვაანალიზებდით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის შეკითხვას გადასახადების შემცირების თაობაზე. „როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ უნდა შევამციროთ გადასახადები, ჯამში ესაა 500 მილიონი, რომელიც ჩვენ ბიუჯეტს უნდა დავაკლოთ. თქვენ ვერ მოახდენთ საბიუჯეტო ხარჯის შემცირებას ისე, რომ მნიშვნელოვნად არაფერი გააფუჭოთ ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვამბობთ ხელფასების შემცირებაზე, ჩვენ ეს მანამდე გავაკეთეთ, ვიდრე ვინმე ამის თაობაზე გვეტყოდა. იგივე შემიძლია გითხრათ გადასახადების შემცირებასა და ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაზე. ამაზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში წერია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა