პირველმა ვიცე-პრემიერმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში მთავრობის მიერ
გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.
ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან და წელს უკვე მათ რიცხვს ჩინეთიც მიემატა.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ბაზრის ზომა ქართული კომპანიებისათვის შეადგენს არა 3.7 მლნ ადამიანს, არამედ 2.3 მლრდმომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, რაც 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მათთვის ქართული პროდუქტის მიწოდება ნულოვანი საბაჟო ტარიფით განხორციელდება. ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან და წელს უკვე მათ რიცხვს ჩინეთიც მიემატა. ესშეთანხმება 2017 წელს გააფორმა საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, რომლისდროსაც საქართველოს გაეხსნა ჩინეთის 1.3 მლრდ-იანი ბაზარი“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

















