„თბილისის აბრეშუმის გზის" რიგით მეორე ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1000-ზემეტი
დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას ესწრებიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი პირები.
ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.tbilisibrf.gov.ge, სადაც პერმანენტულად ქვეყნდება ინფორმაცია ფორუმის, მოწვეული სტუმრების, მოდერატორებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ცალკეულ რელიზებს პერიოდულად ავრცელებს ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიც.

















