logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს
გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს
10:18 02.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს.

პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი The Tbilisi Hills ცნობილი ესტონური კომპანიების Skinest Rail-ს, Kaamos Group-სა და Go Group-ის ინვესტიციით შეიქმნა, რომლის მოცულობა 20 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ესტონური და ქართული ბიზნესების წარმატებული თანამშრომლობის უტყუარი მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში განსაკუთრებული ბინზესგარემოს არსებობას - ასე შეაფასა გოლფის კომპლექსის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენმა ესტონელმა მეგობრებმა უკვე განახორციელეს 20 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის ინვესტიციები ამ პროექტში. მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ კიდევ 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა ნაგებობისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, გზების, ენერგეტიკული და საირიგაციო სისტემების ჩათვლით. ეს გოლფის კლუბი განლაგებული იქნება 57 ჰექტარზე. ეს ახალი ინვესტიციები შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოში მოიზიდავს ტურისტებსა და გოლფის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტების ზრდის ტენდენციაზე და ისაუბრა ახალ მონაცემებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„მხოლოდ ოქტომბერში საქართველომ მიიღო 607 000 ტურისტი, ანუ 80 000-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, რაც პროცენტულად 15.2%-იანი ზრდაა; ოქტომბერში 20%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერდებიან. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 10 თვის სტატისტიკა - 6 430 000 ტურისტი, რაც უკვე აღემატება წინა წლის მთლიან სტატისტიკას. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 18%-ს - 1 016 000 ტურისტს; 28%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ჩერდებიან ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში - 665 000-ით მეტი ტურისტი, ვიდრე 2016 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში. ეს კი არის შესანიშნავი საფუძველი ისეთი კურორტების ასაშენებლად, როგორიცაა ეს გოლფის ცენტრი. ჩვენ ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის, რომ ეს წარმატების ისტორია მიიპყრობს იმ ბიზნესმენთა ყურადღებას, რომლებიც მონაწილეობენ ესტონეთი-საქართველოს პირველ ბიზნესფორუმში, გაზრდის მათ დაინტერესებას საქართველოში არსებული შესაძლებლობებით და უბიძგებს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. მადლობას ვუხდი ბატონ ოსინოვსკის, რომელიც დგას ამ ინვესტიციების და იდეის უკან. გარდა ამისა, ბატონმა ოსინოვსკიმ განახორციელა 100 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკის სექტორში, რომელიც, მათ საყურადღებოდ, ვინც საქართველოში პირველად იმყოფება, წარმატების კიდევ ერთ ისტორიას წარმოადგენს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში არსებული ძალიან კარგი ეკონომიკური გარემოს ნათელი მაგალითი უწოდა კომპლექსის გახსნას ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. კერსტი კალიულაიდის შეფასებით, პროექტის ინვესტორი კომპანიები როგორც ესტონეთის, ისე საქართველოს მასშტაბებით, საკმაოდ მსხვილია, რომლებსაც კარგი საინვესტიციო გარემო სჭირდებათ.
„ეს გოლფის კლუბი ფინელმა არქიტექტორმა დააპროექტა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო წამოწყება, რაც ძალიან სიმბოლურია - ჩვენ ყველას გვსურს საქართველოს წინსვლაში წვლილის შეტანა, ასევე გვსურს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩამოყვანა, რათა მათაც შეიტანონ წვლილი საქართველოს განვითარებაში. სწორედ ეს არის ამ პროექტის კიდევ ერთი მიმართულება” - განაცხადა ესტონეთს პრეზიდენტმა.

კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ეს არის დასაწყისი, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება. „მე მაქვს საქართველოს ეკონომიკური მომავლისა და სამოქალაქო საზოგადოების რწმენა, ასევე მჯერა საქართველოს მისწრაფებების ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებით. ვუსურვებ წარმატებას ესტონურ და ქართულ ბიზნესებს და ქართულ სახელმწიფოს“ - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

გოლფის კომპლექსის არქიტექტურა და დიზაინი ცნობილ ფინელ არქიტექტორს, „ტილანდერ გოლფ დიზაინის“ წარმომადგენელს, ლასსი პეკა ტილანდერს ეკუთვნის. ცნობილი დიზაინერის ჯგუფის ბევრი პროექტი ევროპის კონტინენტზე საუკეთესო გოლფის კლუბების სიაში შედის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა