logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ესტონეთის პრეზიდენტი: ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული წარმატებულად არის დაბანდებული საქართველოში
ესტონეთის პრეზიდენტი: ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული წარმატებულად არის დაბანდებული საქართველოში
09:52 02.11.2017
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კომპლექსს ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ ეწვივნენ. 5,5 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი ქართულ-ესტონური წარმატებული ბიზნესპარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
ღონისძიების ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტმა და მიწვეულმა სტუმრებმა საცხოვრებელი კომპლექსი დაათვალიერეს. კერსტი კალიულაიდმა სიმბოლურად ნეკერჩხლის ხეც დარგო.

,,ეს არის ჩვენი ბიზნესის, ბიზნესთანამეგობრობის და ბიზნესსაზოგადოების სიმწიფის ერთ-ერთი ნიშანი. მოგეხსენებათ, ბიზნესმენი ყოველთვის მიდის და დებს ინვესტიციას იქ, სადაც თვლის, რომ კომფორტული ბიზნესგარემოა ანუ ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული კომფორტულად არის დაბანდებული საქართველოში“- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და განაცხადა. რომ სამშენებლო კომპლექსში ქალბატონი კერსი კალიულაიდის მისვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მისი თქმით, ეს არის დიდი ყურადღების გამოხატვა იმ დიდი ინვესტიციებისა და აქტივობის მიმართ რომელსაც ესტონეთის ბიზნესწარმომადგენლები ახორციელებენ საქართველოში.

,,ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე და ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ასეთი ვიზიტები და ინვესტიციები აძლიერებს ადამიანებს შორის ურთიერთობას და ის გარემო, რომელიც აქ დღეს შეიქმნა, არის ძალზე მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ და ესტონელ ინვესტორებს, რომლებმაც განახორციელეს ეს პროექტი და კიდევ აგრძელებენ მუშაობას“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. კომპლექსში უკვე შესახლებულია 700-ზე მეტი ოჯახი. ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ აღჭურვილია სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით - მოწყობილია გამწვანებული ტერიტორია, კეთილმოწყობილი სკვერი, შიდა საფეხმავლო ბილიკები, ბავშვების გასართობი, სავარჯიშო და დასასვენებელი ზონა, სტადიონი და აუზი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა