logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა
თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა
16:57 01.11.2017
საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების დახურვაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, ფორუმის პირველ ნაწილში საინვესტიციო გარემოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის პრეზენტაცია ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩაატარა. ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა გააცნო.
გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ტურისტული ნაკადი და ეს ფორუმიც იმის დასტურია, რომ არის საკმაოდ მაღალი აქტივობა ესტონური კომპანიების მხრიდან.
ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, არქიტექტურა, თავდაცვა, ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები და ტელევიზია/გასართობი გადაცემები.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა. დაგეგმილია ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია 29 წევრისგან შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.
2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში შემოვიდა 18,66 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა