logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ჩვენ ამბიციური რეფორმებს ვახორციელებთ, რომლებიც ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო განამტკიცებს
პრემიერი: ჩვენ ამბიციური რეფორმებს ვახორციელებთ, რომლებიც ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო განამტკიცებს
15:27 01.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ესტონეთი დიდი წარმატების მაგალითია, რადგან ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ასევე პრემიერმა აღნიშნა, რომ ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე.

“თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისთვის - ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს.
ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, განვითარებისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერი. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მხარდაჭერას, რადგან ამჟამად, ესტონეთი ევროკავშირის პრეზიდენტი სახელმწიფოს ფუნქციას ასრულებს და, ამავდროულად, ახლოვდება უმნიშვნელოვანესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი.
საქართველო სამიტს მომზადებული ხვდება. ჩვენ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს ჩვენი ერის თავდადებისა და ჩვენი მეგობრების ურყევი მხარდაჭერის შედეგია - მათ შორის აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის არა უდიდესი, არამედ უძლიერესი მხარდამჭერი - ესტონეთი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ესტონელი მეგობრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
დღეს დილით ქალბატონ პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრისას, ჩვენ განვიხილეთ იმ სფეროების ფართო სპექტრი, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით ვთანამშრომლობთ, და რაც ყველაზე მთავარია, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ერთიანი ხედვა საერთო მომავალთან დაკავშირებით. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს აქ შეიკრიბნენ წამყვანი ესტონური კომპანიების წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები, რომელთაც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აუთვისებელი პოტენციალის გამოყენების და მნიშვნელოვანი ბიზნესშესაძლებლობების შესწავლის სურვილი.
ძვირფასო მეგობრებო,
ესტონეთი ნამდვილად დიდი წარმატების მაგალითია - ის იმედს უნერგავს მრავალ განვითარებად ქვეყანას. სულ რაღაც ოც წელიწადში ეს პატარა სახელმწიფო მწირი რესურსებითა და სავალალო საბჭოთა მემკვიდრეობით იქცა გლობალური დემოკრატიისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოთამაშედ და გლობალურ ლიდერად თავისი ღიაობისა და ინოვაციების წყალობით. თავისი მიზანმიმართულობით, სამუშაო ეთიკითა და სიმტკიცით, ესტონეთმა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც მისაბაძმა მაგალითმა ბევრი ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ ესტონური ინვესტიციების და ნოუ-ჰაუს მოზიდვას, არამედ მისი ხედვის ადაპტირებასაც.
ისევე, როგორც ესტონეთი, საქართველოც პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც სტრატეგიულად არის განლაგებული ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე. 2014 წელს ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ.
ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ. ჩვენ ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკურ ზრდას“-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა