logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 44 მლნ 800 ათასი ლარით გაიზრდება
აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი 44 მლნ 800 ათასი ლარით გაიზრდება
15:15 31.10.2017
აჭარის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 44 მლნ 800 ათასი ლარით მეტია 2017 წლის რეგიონის ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელთან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო სამი საკითხი: 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტის დოკუმენტი. მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და დამსწრე მედიის წარმომადგენლებს ქვეყანაში სულ ახლახანს დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები მიულოცა და ობიექტური გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ზურაბ პატარაძემ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც 2018 წლის ბიუჯეტშია ასახული, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საგზაო ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაზრდილ ბიუჯეტზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მეგაპროექტებზე, რომლებიც აჭარაში ხორციელდება. მისი თქმით, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, დასრულების ეტაპზეა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა, გამოცხადებულია ტენდერი სტადიონის მშენებლობაზე, სულ მალე დაიწყება ბათუმის ესტაკადას მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განმუხტავს ქალაქის შემოსასვლელში გადატვირთულ საგზაო მოძრაობას.

მთავრობის სხდომაზე 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულება მიმოიხილა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტის შესრულების ნაწილი ყველა მიმართულებით დადებითი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

რამაზ ბოლქვაძემ სხდომაზე წარადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ განსახილველად და დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა