logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
ნინო ჯავახაძე: ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
16:09 30.10.2017
საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მაიკლ ქაუგილის საავტორო პუბლიკაციაზე, რომელიც ამერიკულ გამოცემა Thi Hill-ში გამოქვეყნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესგარემოს შეფასება ხდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ და ეს განსაკუთრებით მისასალმებელია.

„გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკლ ქაუგილი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს. განსაკუთრებით მისასალმებელია, როდესაც ესეთი შეფასება ხორციელდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ. ნამდვილად დადებითია ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ამას ადასტურებს დღეს გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომლის მიხედვით, 2017 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7%-ია, ხოლო მხოლოდ სექტემბრის მაჩვენებლებით გვაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე შეფასებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ამერიკასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულ გამოცემა Thi Hill-ში გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში (http://thehill.com/opinion/finance/357609-the-new-silk-road-the-us-needs-a-free-trade-deal-with-georgia) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია. ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მოიხსენიებს, როგორც რეგიონში წარმატების მაგალითს, ამ წარმატების საფუძვლად და მამოძრავებელ ძალად კი გონივრულ პოლიტიკას, ექსპორტს, ტურიზმს, ინვესტიციებსა და თავდაუზოგავ მონდომებას ასახელებს, რაც მისი თქმით, მიზნად ისახავს ქვეყნის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას. მაიკლ ქაუგილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მოდიფიცირება და რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები ბიზნესსექტორის უდიდეს ნაწილზე დადებითად აისახება, ემსახურება ეფექტურობაზე ორიენტირებულ მმართველობითი სისტემის გამართვას, აჩქარებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ტემპს და ინვესტირების მთავარ სამიზნედ განათლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათვისებას აქცევს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა, რაც გაამყარებდა საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროკავშირში მიმავალ ახალ, დინამიურ გზას გაუხსნიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა