logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
კახა კალაძე EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
15:46 30.10.2017
თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ნარჩენების მართვისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს.
კახა კალაძის თქმით, ის მაქსიმალურად გამოიყენებს გარდამავალ პერიოდს იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ნაყოფიერი შეხვედრები განაგრძოს.

„საუბარი გვქონდა თუ რა მიმართულებით შეუძლიათ დახმარება და დაფინანსება. გამოიყო რამდენიმე მიმართულება. ეს არის მეტროს რეაბილიტაცია - როგორც მეტროს სადგურების და ვაგონების, ასევე, თვითონ კომუნიკაციების. ასევე, ქალაქის ლედ განათებებზე გადაყვანა. ასევე, ძალიან აინტერესებთ და ჩართულები იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტში. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მალე ყველაზე ლამაზი ქალაქი გვექნება, მოწესრიგებული, სუფთა და ინფრასტრუქტურულად განახლებული. ჩვენ - მე და ჩემი გუნდი, მზად ვართ მუშაობისთვის, წინ საკმაოდ საინტერესო ოთხი წელი გველოდება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით და ჩართულობით ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის ბრუნო ბალვანერას განცხადებით, თბილისის მერობის გამარჯვებულ კანდიდატთან კონკრეტული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„ახლახან დასრულდა მუშაობა მწვანე ქალაქის ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მრავალ მიმართულებას, მათ შორის პარკინგს, სატრანსპორტო პოლიტიკას, ენერგიის მოხმარების გზებსა და სხვა საკითხებს მოიცავს. ბატონ კალაძესთან დისკუსიის მიზანი იყო გადაგვეწყვიტა, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სამომავლოდ. ჩვენ განვსაზღვრეთ პრიორიტეტები და ვგეგმავთ გავაგრძელოთ მუშაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და ქუჩის განათების მიმართულებით. რაც შეეხება ამ უკანასკნელ პროექტს, მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება ქუჩები უკეთ განათდეს და ამავე დროს ელექტროენერგია დაიზოგოს“, - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

კახა კალაძე უკვე შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებსაც. თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატის განცხადებით, ის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს დედაქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა