logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა
12:10 29.10.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, სამეწარმეო მარკეტი იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება და მისი მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

სამეწარმეო მარკეტის გახსნას გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.

მეიდანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთან, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია - მარკეტის ნებისმიერ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

ღონისძიება დატვირთულია თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მეტი ინფორმაცია მიიღონ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრ ქვეყანაშია მიღებული მსგავსი ტრადიცია.

„საკვირაო მარკეტების სახით ასეთი გამოფენები და მარკეტები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ესეც ერთ-ერთი კარგი მაგალითი იქნება, რომ ჩვენი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია მოსახლეობაში უფრო ცნობადი გახდეს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
აღსანიშნავია, რომ წინა ღონისძიებამ, რომელიც სექტემბრის თვის ბოლოს ჩატარდა, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, მეწარმეების მხრიდან ინტერესიც საკმაოდ გაიზარდა. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პერმანენტულად აპირებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს ქართველი დამწყები მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას.

სამეწარმეო მარკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მარიანა მორგოშიამაც.

„სამეწარმეო მარკეტი უკვე მეორედ ტარდება მეიდანზე და გვინდა, ამას მაქსიმალურად რეგულარული სახე მივცეთ. პრინციპი არის როტაციული: ერთი და იგივე მეწარმეს, მუდმივად ერთსა და იმავე დახლზე ჩვენ არ ვაჩერებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მთელი საქართველოს მასშტაბით დამწყები მეწარმეები. ამ ეტაპზე, ჩვენი დახლების რაოდენობიდან გამომდინარე, 30-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი. ვაპირებთ, მსგავსი მარკეტი საახალწლოდაც მოვაწყოთ. გვსურს, რომ მარკეტი უფრო დიდი მასშტაბით გავაკეთოთ და მასში რაც შეიძლება მეტი დამწყები მიკრომეწარმე ჩავრთოთ“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა