საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ლარის კურსის ირგვლივ მიმდინარე
პროცესებს აფასებს.
როგორც ის განმარტავს, წინასაახალწლო პერიოდში მსგავსი რამ გასაკვირი არაა.
„ეროვნული ბანკის პასუხები არის აუცილებელი ამ შემთხვევაში. რომ არა სპეციალისტების საკმაოდ რთული ენა, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა იცის, რომ წინასაახალწლო პერიოდში დიდი თანხები გადის გარეთ“-განაცხადა ვოლსკიმ.
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ერონბული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, 2.5612 ლარია.

















