logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორთა ნახევარი უცხოელია, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორთა ნახევარი უცხოელია, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან
13:25 27.10.2017
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 860 ათას მიაღწია.

პოზიტიურ ტენდენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან სასიხარულოა, რომ მათი ნახევარი საქართველოს მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასეთ ადგილებში დიდი ენთუზიაზმით მოგზაურობენ.

„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნახევარი უცხოელი ვიზიტორია, მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ძალიან კარგია, რომ ასეთი სპექტრი გვაქვს. ეს არის ნამდვილად ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით, როგორც შიდა ასევე გარე ტურიზმის წახალისება. ეს, პირველ რიგში ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის; ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის. რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას, ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მიკროგრანტების პროგრამა ან „უმასპინძლე საქართველოში“, აქვს შესაძლებლობა, წამოიწყოს მცირე ბიზნესი და არჩინოს საკუთარი ოჯახი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მარტო მარტვილის კანიონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა 3 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და მოეწყო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ გიგლა აგულაშვილს, რომელიც ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული; ასევე - სხვა მონაწილე უწყებებს.
პრემიერის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტში 15 ახალი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, რაც ძალიან სასიხარულოა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მიწის საფასურიც, მაგრამ არსებობს ძალიან კარგი ტენდენცია - მოსახლეობა, თავიანთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაყიდვას, დარჩენას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ინსტრუმენტების გამოყენებას, ადგილზე ფეხის კარგად მოკიდებას და შემოსავლის გაჩენას არჩევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა