საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის მოთხოვნით შპს „ითეტვიმ“ მიმართა.
კომისიის ინფორმაციით, „ითეტვი“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
საკითხის ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 20 ივლისს გაიმართება. სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას კი - კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.
შპს „ითეტვის“ მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს შეესაბამება.

















