ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი
პროცესი, ამიტომ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი დასტაბილურდება რომელიმე ვალუტის მიმართ ან პირიქით - იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება.
ამის შესახებ გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით. ზოგჯერ გაუფასურების, ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი, ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური, რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება, იქნება პერიოდი, როცა ლარი გამყარდება. გუშინ გავრცელებული იყო ინფორმაცია თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩვენოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც არ არის მართალი, ეროვნულ ბანკს არანაირი ინტერვენცია ზაფხულის შემდეგ არ ჩაუტარებია“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდა. დღეს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5206 ლარია. ევროს შეძენა კი 2.9635 ლარადაა შესაძლებელი.

















