logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“თიბისი ბანკმა” საერთაშორისო პარტნიორებისგან 106.5 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა
“თიბისი ბანკმა” საერთაშორისო პარტნიორებისგან 106.5 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა
11:27 25.10.2017
“თიბისი ბანკმა” ხელი მოაწერა 106.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხის ხელშეკრულებებს ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO").

როგორც ბანკში განმარტავენ, ეს არის „თიბისი ბანკის“ გრძელვადიანი პარტნიორის, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის ("FMO") მიერ ორგანიზებული სინდიცირებული სესხის მეორე ხელშეკრულება. სასესხო პროდუქტი OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) ერთად სინდიცირებით შეიქმნა. ტრანზაქციის სხვა მონაწილეები ასეევ არიან: Symbiotics, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ობლიგაციების პლატფორმის საშუალებით (MSME Bond Platform) ოპერირებს; Atlantic Forfaitierungs AG; London Forfaiting Company Limited და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორები, ჯამურად 56,5 მლნ აშშ დოლარის პორტფელით.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) რესურსი თიბისი ბანკს საშუალებას აძლევს, მეტად ჩაერთოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) დაფინანსებაში, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წილი კი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავაჭრო დაფინანსების პროექტების განხორციელებას.

“გვეამაყება, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO"), ასევე ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) და სინდიკატის სხვა მონაწილეებთან. დაფინანსების მოცულობა ცალსახად მიუთითებს ჩვენი პირველი სინდიცირებული სესხის წარმატებაზე და პარტნიორობაზე. ეს დიდი მოცულობის სესხი თიბისი ბანკს დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) საინვესტიციო დირექტორმა ლინდა ბრუქჰოიზენმა აღნიშნა:
„FMO ამაყია, რომ გასცა ეს ინოვაციური სინდიცირებული საკრედიტო ხაზი თიბისი ბანკისთვის, რომლის საშუალებითაც ახალი ინვესტორები შემოვიდნენ საქართველოში.. სესხი თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს განაგრძოს ზრდა და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში“.

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) გენერალურმა დირექტორმა სულეიმან ჯეი ალ-ჰერბიშმა განაცხადა: “ქვეყნის ფინანსური სექტორი ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის გარანტია; მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიღარიბის დაძლევისა და განვითრებისთვის. ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (OFID) იკისრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ვალდებულება. ფინანსური რესურსების განაწილება ისეთი ფინანსური შუამავლის მეშვეობით, როგორიცაა თიბისი ბანკი, ზრდის ჩვენი საქმიანობის არეალს და გავლენას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. სასესხო ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში მსოფლიო მასშტაბით.”

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) მიზანია, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მდგრადი კერძო სექტორის ხელშეწყობა. მისი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 9 მილიარდ ევროს, რაც მას განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის ხელშეწყობაზე ორიენტურებულ ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ბანკად აქცევს.

OFID არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ 1976 წელს დაარსებული განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მიზანია ასევე განვითარებადი ქვეყნების დახმარება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა