logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიტანული კომპანია "Schroders Investment Management"-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს
ბრიტანული კომპანია "Schroders Investment Management"-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს
16:20 24.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინვესტიციების მიმართულებით მსხვილი ბრიტანული კომპანია "Schroders Investment Management"-ის მენეჯერებს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბრიტანული კომპანია კომპანია საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და სივრცითი მოწყობის მიმართულების ფარგლებში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, პროექტების ჯამური მოცულობა 90%-ით გაიზრდება.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ექსპორტის ზრდის ტენდენციასა და პოტენციალზე, რომელსაც ინვესტორებს საქართველოს მიერ მეზობელ ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრი ინვესტორებს ესაუბრა დამწყები ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე.
შეხვედრაში "Global Emerging Markets investments"-ის ხელმძღვანელი როლო როსკოუ, - "Frontier Markets and Middle East investments"-ის ხელმძღვანელი რამი სიდანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მონაწილეობდნენ.
"Schroders Investment Management"-ს ამ დრომდე საქართველოში განხორციელებული აქვს 200 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა