ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის
გაცხადებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
ამის შესახებ მაიკლ პრიტჩარდმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ლონდონში, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
„კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაერთად წარმატების მიღწევა, ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“-აღნიშნა მაიკლ პრიტჩარდმა.
მაიკლ პრიტჩარდის შეფასებით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს და ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა სექტორებში.
„გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაინტერესებულიაინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის და საცალო ვაჭრობის სფეროებით, ასევე საინტერესოა საფინანსო, საბანკო და საპენსიო სერვისები. ჩვენ დღეს ვიმყოფებითმანსონ ჰაუსში, ლონდონის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და როცა ვსაუბრობთ პენსიებზე, ბანკებსა და ფინანსურ მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს ამ მიმართულებებით“-განაცხადა პრიტჩარდმა.
ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით გამართული ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა,საგარაო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

















