logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული ღვინო ბელგიის გამოფენა „მეგავინოზე“ პირველად წარსდგა
ქართული ღვინო ბელგიის გამოფენა „მეგავინოზე“ პირველად წარსდგა
12:21 24.10.2017
ქართული ღვინის კომპანიები ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ,,MEGAVINO 2017’’, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა, პირველად მონაწილეობდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიებიის ღვინოები: ,,შილდა’’, ,,მოსმიერი’’, ,,ვაზიანი’’, ,,შატო ნეკრესი’’, ,,ქიმერიონი’’, ,,კახური ღვინის მარანი’’, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“ და „კონჭო და კომპანი“.
უწყების ინფორმაციითვე, გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.
დეგუსტაცია გაიმართა ღვინის პროფესიონალებისთვის და მასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: „მანავის მწვანე“ (კახური ღვინის მარანი), „ხიხვი“ (შილდა), „წინანდალი“ (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი“ და „ქინძმარაული“ (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი“ და „ხიხვი ქვევრი“ (ვაზიანი), „საფერავი“ (ქიმერიონი) და „ტვიში“ და „საფერავი ქვევრი“ (წინანდლის ძველი მარანი).
„მეგავინო“ ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა და წელიწადში ერთხელ, ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში იმართება.
წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო. გამოფენის ფარგლებში იმართება ღვინის კონკურსები, სემინარები, კონფერენციები, ასევე წარმოდგენილია ღვინის აქსესუარები.

მიმდინარე წელს „მეგავინოს“ საპატიო სტუმარი იყო ბულგარეთი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა