logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა
12:06 24.10.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

მისი განცხადებით, აღნიშნული მოიცავს საკითხების მთელ სპექტრს, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონის სახელმწიფოების კონკურენტუნარიანობის ზრდის და სოციალური განვითარების პროცესს.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მისალმებაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კვირეულის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.
უწყების ინფორმაციითვე, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს 20 წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რომელმაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით.

მისი თქმით, 2016 წელს OECD-ის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 46,5 პროცენტი შეადგინა და აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. ასევე 46-პროცენტიანი წილი მოდის აღნიშნული ორგანიზაციის ქვეყნებზე საგარეო ვაჭრობაში.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა OECD-ისთან თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება, საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საჯარო მმართველობის რეფორმირება და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ურთიერთობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის ფარგლებში. საბჭოს შექმნის მიზანია, საქართველო-OECD ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების ხელშესაწყობად.
თავის მისალმებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა სიმბოლური უწოდა „OECD ევრაზიის კვირეულის“ სწორედ ყაზახეთში გამართვას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო და ყაზახეთი აბრეშუმის გზის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მონაწილე ქვეყნებია. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გლობალურ კონტექსტში ახლებური პოზიციონირების შესაძლებლობას აძლევს.
„OECD ევრაზიის კვირეული“ წელს პირველად ტარდება ყაზახეთის ქალაქ ალმატიში და მას რეგიონის 13 სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. კვირეულის ოფიციალურ გახსნაზე, ასევე, მისასალმებელი მოხსენება გააკეთეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა, აგრეთვე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების მოადგილეებმა, აზიმ იბროჰიმმა და ნოდირ ოტაჯონოვმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა