ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და GIZ-ის
კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარების პროგრამა დღეს ტექნოპარკში ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ.
ღონისძიების თემა ,,დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად’’ იქნება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ასევე, კერძო სექტორის, GIZ-ისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.
ღონისძიება 09:30-ზე დაიწყება.

















