სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" დღეს ახალ სერვის ცენტრს გახსნის.
თანამედროვე დიზაინის ახალი ობიექტი გლდანის I და II მ/რ-ებს შორის მდებარეობს.
ახალი სერვის ცენტრის გახსნასთან ერთად კომპანია გლდანის დასახლების ოპტიკური ქსელით დაკაბელებას იწყებს.
ახალ სერვის ცენტრში "სილქნეტის" ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, ინფორმაციის მიღება, პროდუქტების დატესტვა და დავალიანების დაფარვაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის, "სილქნეტის" სატელეფონო ქსელში 450 000 აბონენტია, ინტერნეტქსელში -170 000-მდე, SILK TV-ით 45 000 მაყურებელი სარგებლობს.
თბილისში "სილქნეტის" სულ 11 სერვის ცენტრი მუშაობს.

















