logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
09:08 21.10.2017
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც გერმანული და ქართული კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფორუმი ჰამბურგის სავაჭრო პალატის აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ მირკო ნოვაკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ჰამბურგის ადგილობრივი თვითმართველობის სახელმწიფო მდივანმა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ინოვაციების საკითხებში ანდრეას რიეკოფმა და „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ქრისტოფ ფრეიტაგმა გახსნეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით.
ფორუმის მონაწილეებმა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსური სექტორის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ფორუმის დამთავრების შემდეგ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰამბურგის სავაჭრო პალატის გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა