logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 14.7 %-ით გაიზარდა
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 14.7 %-ით გაიზარდა
16:21 20.10.2017
მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 14.7 %-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

შპს “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.7 %-თ მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 106 633 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებლი 13 482 ფრენით და 14.7%-ით მეტია 2016 წლის 9 თვის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის რიცხვი 30 248 გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 8 331 ფრენით ანუ 38%-ით მეტია.

2017 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 76 385 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 5 151 ფრენით, ანუ 7.23%-ით მეტია.

2017 წლის სამივე კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენმა დისტანციამ 31 333 428 კმ-ს შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 1 030 940 კმ-ით და 3.45% - ით მეტია.

“ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და მისი შენარჩუნება კვლავაც რჩება კომპანიის პრიორიტეტად. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ჩვენ დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, განვაახლეთ არაერთი არსებული სისტემა და რეგიონში პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი მარშრუტები, რამაც კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა საჰაერო მოძრაობის მართვა. მოკლე საჰაერო მანძილი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რაც დადებითად აისახება ტურიზმზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც”, - აცხადებს შპს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

როგორც საქაერონავიგაციაში აცხადებენ, ორგანიზაციამ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა უკვე დაასრულა, სადაც ამჟამად უახლესი ტექნოლოგიების მონტაჟი მინდინარეობს. ახალი ცენტრი ექსპლუატაციაში მომავალი წლის გაზაფხულზე შევა, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა