logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
ნიკოლოზ გაგუა: გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
09:51 20.10.2017
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, ვალი 2020-2021 წლებამდე 45 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში, ბიუჯეტის დანართით წარმოდგენილი ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 2024 წლისათვის 37%-მდე პროცენტამდე უნდა შემცირდეს.


„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ვალი 2020-2021 წლებამდე 45 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. თუმცა, უფრო გრძელვადიან პერიოდში, ბიუჯეტის დანართით წარმოდგენილი ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვითაა შედგენილი, ვალის მოცულობა 2024 წლისათვის 37%-მდე პროცენტამდე უნდა შემცირდეს“, - განაცხადა გაგუამ.

მისი თქმით, მთავრობა სესხების აღებით არ აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს. ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (მიმდინარე შემოსავლებს მინუს მიმდინარე ხარჯები) მუდმივად დადებითია.

„2018 წლისთვის საოპერაციო სალდო 1,9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე შემოსავლები აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს და დარჩენილი 1,9 მლრდლარი მიემართება კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე, სესხების გასასტუმრებლად. მთავრობის მიერ დასახული ეკონომიკური მიზნის მისაღწევად 1,9 მლრდ-ისინვესტირება (მშპ-ის 4,9 პროცენტი) არაა საკმარისი. სწორედ ამ მიზნით ხდება დამატებით საგარეო და საშინაო ბაზარზე ფინანსური რესურსების მობილიზება,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, იქნება სესხი კონკრეტულ პროექტზე მიბმული თუ არა, ყველა სესხი აფინანსებს კაპიტალურ ხარჯებს (აღებული სესხების ნაწილითხდება ძველი სესხების დაფარვაც, ანუ ამცირებს სესხის მოცულობას).

„ბოლო წლებში გლობალურად ძლიერი დოლარის გამო, ბევრ ქვეყანას გაეზარდა სახელმწიფო ვალი. ამ კუთხით, საქართველო არ არის გამონაკლისი. სწორედ ეს იყო სახელმწიფო ვალის ზრდის მთავარი მიზეზი. თუმცა, სახელმწიფო ვალის ნომინალური ღირებულება დოლარში სტაბილურია. მაგალითად, 2013 წლის ბოლოს, სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობა აშშ დოლარში 4.2 მილიარდი იყო, იგივე მაჩვენებლები ფიქსირდება 2016 წლის ბოლოს - 4,5 მილიარდი აშშ დოლარი. ანუ 2013-2016 წლებში,დოლარში საგარეო ვალი გაიზარდა მხოლოდ 0,3 მილიარდი დოლარით, ანუ საშუალოდ წლიურად უცხოური ვალი მხოლოდ 2 პროცენტით იზრდება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალმა მშპ-სთან 2016 წლის ბოლოს შეადგინა 44.6 პროცენტი. თუმცა, მიმდინარე პერიოდში გამოკვეთილია აღნიშნული მაჩვენებლის სტაბილიზაციის და შემცირების ტენდენცია. მაგალითად, 2017 წლის მეორე კვარტლისათვის, ეს მაჩვენებელი ჩვენი შეფასებით, უკვე 42.72 პროცენტს შეადგენდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა