logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერმა აშშ-ს სავაჭრო მისიას ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო
პრემიერმა აშშ-ს სავაჭრო მისიას ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო
18:09 19.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო.
მისია 26 კომპანიას, მათ შორის 12 მსხვილ კორპორაციას და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს აერთიანებს.

პრემიერ-მინისტრმა დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - აშშ-ის სავაჭრო მისიის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია.

მთავრობის მეთაური აშშ-ის სავაჭრო მისიის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა ქვეყანაში დაგეგმილი პროექტების, პოტენციური საინვესტიციო მიმართულებებისა და საქართველოს მიღწევების, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შესახებ.
კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და სფეროებზე მსჯელობას ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები თემატურ შეხვედრებზე განაგრძობენ. მისიის შემადგენლობაში მყოფი კომპანიები, ძირითადად, სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში საქმიანობენ.
აშშ-ის სავაჭრო მისია საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. მისიის შემადგენლობაში არიან კომპანიები - Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, და VISA. შეხვედრაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა