logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: 2018 წლის მესამე კვარტლიდან საპენსიო სისტემის დამატებითი მოდელი ამუშავდება, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს
პრემიერი: 2018 წლის მესამე კვარტლიდან საპენსიო სისტემის დამატებითი მოდელი ამუშავდება, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს
11:52 19.10.2017

შეფასებებს, რომლებიც საქართველოს მისამართით ვიცე-პრემიერის ფინანსთა მინისტრის

დიმიტრი ქუმსიშვილის აშშ-ში ვიზიტისას გაკეთდა და რომლის მიხედვითაც, საქართველო რეფორმების კუთხით რეგიონში ლიდერია; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით; სახელმწიფომ განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ამ კუთხით; 2017 წლის დასაწყისში დაწყებული უმნიშვნელოვანესი ფისკალური და საგადასახადო რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც ქვეყანაში ძალიან კარგი დინამიკაა, საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.

ვიზიტს, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან, პრემიერმა ძალიან წარმატებული უწოდა.

„აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დადებითი ტემპი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშრომლობის 5-წლიანი ჩარჩო-დოკუმენტის შექმნაზე. ამ დოკუმენტის მთავარი მიმართულებები, რეგიონულ განვითარებასთან ერთად, იქნება განათლება და ინოვაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. არის ძალიან კარგი გეგმები სისტემური განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან 2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში მუშაობას დაიწყებს საპენსიო სისტემის დამატებით მოდელი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს; ამის პარალელურად კაპიტალის ბაზრის ახალი პროექტის ამუშავება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ „ჯეი.პი. მორგანმა“ და „დოიჩე ბანკმა“ გამოხატეს ინტერესი, საფონდო ინსტრუმენტების განვითარებისა და საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით საქართველოსთან ითანამშრომლონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სარეიტინგო სააგენტო - “Moody’s”-ის მიერ საქართველოს საკრედიტო სუვერენულის რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესების შესახებ და გამოეხმაურა ქართული დელეგაციის შეხვედრებს სამი ძირითადი სარეიტინგო სააგენტოს - “Moody’s”-ის “Fitch Ratings”-ის და “Standard&Poor’s”-ის წარმომადგენლებთან. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მათ მიეწოდოთ სრული ინფორმაცია, რათა საქართველოში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებებისა და პროცესების აღქმა ჰქონდეთ.

„ასევე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები აშშ-ის კონგრესში; ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის სრული მხარდაჭერა. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის ქვეყანას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა და უწევს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები, რომლებიც იყო ძალიან პოზიტიური - ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ჯანსაღია, კორუფციის ინდექსი არის დაბალი და საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის კონკრეტულად კონგრესმენ დევიდ პრაისის სიტყვები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი შეფასებები კეთდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციას, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ ასევე ქვეყნისთვის საინტერესო შეხვედრაში.

„ერთის მხრივ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ძალიან კარგი კოორდინაცია და მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის სწორედ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან საფუძველთაგანი, რომელიც ქმნის ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ძალიან მნიშვნელოვან საძირკველს. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო ქვეყანაში, რათა ეკონომიკური ცხოვრების დონე ავწიოთ, მაგრამ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ტენდენცია, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას, არის ძალიან ჯანსაღი, დადებითი და ამ ტენდენციით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე თვისობრივად შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ეს საფუძველი, რომელიც ჩაყრილია, აუცილებლად ძალიან ეფექტურად იმუშავებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11-15 ოქტომბერს იმყოფებოდა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა