logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მცხეთაში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
მცხეთაში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
11:18 19.10.2017
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 250 000 აშშ დოლარია, ხოლო 500 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
კომპანია წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება. საწარმოში 58 ადამიანია დასაქმებული.
საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მორიგი ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დანერგილი აქვს FSSC 22000. ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრიის გაგრძელებისთვის სახელმწიფო პროექტის ძალიან ნათელი შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგან მიიღებს ხილს, პირველადი წარმოების სხვადასხვა პროდუქტს და მისგან უმაღლესი ხარისხის ჩირის წარმოებას მოახდენს. ვფიქრობ, ღირებულებათა ჯაჭვში ასეთი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სტიმულია ფერმერული წარმოების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისთვის“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხარისხის კონტროლის მენეჯერმა, ოთარ ლომიძემ აღნიშნა, გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა. სამომავლოდ კი, შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაფართოებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ეს რიგით მე-9 ახალი საწარმოა, რომელიც რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს დახმარებით გაიხსნა. ამავე სააგენტოს დახმარებით გადაიარაღდა და გაფართოვდა კიდევ ცხრა საწარმო. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.
ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორთან, ლევან ზაუტაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია დაესწრო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა